სებალიოსის დრო კიდევ გაიზრდება
ბოლო 2 თვეში დანი სებალიოსის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. ესპანელ ფეხბურთელს კარლო ანჩელოტი ენდო და თავად შუახაზელმა უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა.
იანვრის თვე მატჩებით დახუნძლულია, იგივეს თქმა შეიძლება თებერვალზეც, თუმცა ეს მეტწილად იანვარში ნაჩვენებ შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.
კარლო დიდი იმედების დამყარებას აპირებს დანიზე და მას სათამაშო დროს კიდევ გაუზრდის.
მადრიდული გამოცემების ცნობით, მხოლოდ იანვრიდან მაისის ჩათვლით, დანი დამატებითი დროის სახით 2 000 - 2 300 წუთს მიიღებს, რაც მას მისცემს შანსს სეზონის ჭრილში 3 000 წუთიან ნიშნულს მიუახლოვდეს.
- 31 დეკემბერი 2024
- 444
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.