ანჩელოტი:„„რეალთან“ კონტრაქტის გაწყვეტას არ ვაპირებ“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საშობაო შესვენება დასრულებულია. ჩვენ ნაკლები დრო გვქონდა, ვინაიდან „ვალენსიასთან“ გამოტოვებული შეხვედრის ჩატარება გვიწევს, ამიტომ ვარჯიშს უნდა შევუდგეთ.“

„დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ძალიან კარგად დაიწყება და სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით.“

„იანვარში სამეფო თასისა და ესპანეთის სუპერთასის შეხვედრების ჩატარებაც გვიწევს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ტრავმები თავიდან ავირიდოთ და არსებული რესურსი სრულფასოვნად ავითვისოთ.“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდს დავიდ ალაბა უბრუნდება. ავსტრიელი ფეხბურთელი ერთბაშად 90 წუთის ჩასატარებლად კიდევ 7-8 კვირა არ იქნება მზად, მაგრამ ის მოედანზე გამოჩნდება და ეტაპობრივად მოუმატებს სათამაშო დროს.“

„ჩემი გეგმები? კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს მეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ამ სეზონში, ასევე მომდევნო სეზონშიც მაქვს გარკვეული მონახაზები. კონტრაქტის გაწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ, თუ ამას სამეფო კლუბი გააკეთეს, მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ მწვრთნელს, თუმცა მერწმუნეთ, ახლა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ხელმძღვანელობისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ.“

„ნიკო ფასი ნამდვილად არის ის ფეხბურთელი, რომელსაც მომავალში „ბლანკოსში“ არსებული სტანდარტების დაკმაყოფილება შეეძლება, ჩვენ მის პროგრესს თვალს ვადევნებთ და ეჭვი არ გვეპარება არგენტინელის წარმატებულ მომავალში.“

„ენდრიკი? ის ძალიან ახალგაზრდაა და აუცილებლად მიიღებს შანსს. შეხედეთ არდა გიულერს, ის ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე 8-9 თვის წინ იყო.“

„მიზნები უცვლელია, ყველა ტურნირზე ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით გავიმარჯვოთ.“

  • Madridista
  • 30 დეკემბერი 2024
  • 1 254
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)