კროოსი:„2028 წლამდე ვინისიუსი უალტერნატივო ფეხბურთელი იქნება“
ტონი კროოსმა ვინისიუს ჟუნიორს Globe Soccer-ის ჯილდოს მიღება მიულოცა და განაცხადა, რომ მომდევნო 3 წელი ვინი აბსოლუტური დომინანტი იქნება.
„ვულოცავ ვინისიუსს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია და ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს იმსახურებს.“
„ვფიქრობ, რომ 2028 წლამდე ბრაზილიელი საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს, ახლა უკვე მნიშვნელოვანია მისი გამოცდილებისა და საფეხბურთო ინტელექტის სინთეზი, რაც უდიდეს შედეგებს მოიტანს.“
„ვინის ბევრი კონკურენტი ეყოლება მბაპეს, როდრიგოს, იამალის, ჯუდის, ჰალანდის და სხვების სახით, თუმცა ის ახლა ყველა ფეხბურთელზე ერთი ნაბიჯით წინ დგას.“
„რა მოხდება 2028 წლის შემდეგ? ბრაზილიელი კვლავ საოცარი იქნება, უდიდესი გამოცდილებით, თუმცა იქამდე მან მინიმუმ 2-ჯერ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი.“
- 28 დეკემბერი 2024
- 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.