რონალდუ:„„რეალი“ ყოველთვის ბრუნდება“
კრიშტიანო რონალდუმ Globe Soccer-ის დაჯილდოვებაზე მადრიდის „რეალს“ ხოტბა შეასხა და არსებული გარემოებები განიხილა.
„ფაქტი ის არის, რომ მადრიდის „რეალი“ არასდროს ეცემა. მცირე კრიზისები მოულოდნელი არ არის. მთავარი ყოველთვის ისაა, როგორც ძლევს გუნდი პრობლემებს. მადრიდულმა გრანდმა ცუდად დაიწყო, მაგრამ სიტუაცია მალევე შეცვალა და ახლა ლა ლიგის ლიდერობასთან ძალიან ახლოს არის.“
„„ბარსელონას“ სტარტი ძალიან ამბიციური იყო, მაგრამ ვითარება შეცვლილია, ახლა „ბლანკოსს“ უფრო მეტი ქულა აქვს, ვიდრე კატალონიურ გრანდს და ამით ყველაფერი ნათქვამია.“
„„რეალი“ არასდროს სრულდება. ეს სამეფო კლუბზე აღარ თქვათ, სხვა შემთხვევაში გავა გარკვეული დრო და მიხვდებით, რომ შეცდით.“
„ვინისიუს ჟუნიორმა ოქროს ბურთიც დაიმსახურა. მან ყველა ინდივიდუალური ჯილდო მიიღო France Football-ის ოქროს ბურთის გარდა. ვფიქრობ, ის იმსახურებდა ამ საპატიო აღიარებასაც, თუმცა მომავალში ყველაფერი შეიცვლება.“
„ფაქტია, რომ „ბლანკოსსა“ და „ბარსელონაში“ კვლავ საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ. დღესდღეობით ბელინგემის, ვინისიუსის და ლამინე იამალის თამაში ყველაზე მეტად მომწონს.“
„არაერთ მწვრთნელთან მიმუშავია, ანჩელოტი კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. იტალიელს საოცარი ატმოსფეროს ჩამოყალიბება შეუძლია, რაც პირველ რიგში მისი კოლოსალური გამოცდილებიდან მომდინარეობს.“
„საუდის არაბეთის ლიგა წლიდან წლამდე უფროდაუფრო პრესტიჟული ხდება და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.“
- გუშინ, 12:45
- 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.