სანტიაგო ბერნაბეუს ახალი სახელი დაერქმევა
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალის“ სტადიონზე სახელი შეეცვლება.
სანტიაგო ბერნაბეუს ნაცვლად არენას - „The Bernabeu“ დაერქმევა.
ჯერ-ჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის შეეცვლება არენას სახელი, მიზეზად კი სხვადასხვა მარკეტინული მიმართულება სახელდება.
იმისთვის, რომ იდეა განხორციელდეს, დირექტორთა საბჭოსა და აქციონერებში სრული თანხმობაა საჭირო.
გარდა ამისა, სტადონის სახელის ცვლილება, არაერთი მოქმედი ხელშეკრულების ცვლილებას მოითხოვს, რაც დამატებით ბიოროკრატიულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული.
- 28 დეკემბერი 2024
- 1 094
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.