„რეალი“ იანვარში ტრანსფერებს აღარ გეგმავს
რაულ ასენსიოს გუნდში გამოჩენამ ფლორენტინო პერესი დაარწმუნა, რომ ცენტრალური მცველის დამატების საჭიროება გუნდში არ დგას.
ორელიან ჩუამენის რუდიგერთან შეწყვილება კარგად გამოსდის, რაულ ასენსიო სეზონის მეორე ნაწილში საკმაოდ ბევრჯერ მიიღებს შანსს. ამის პარარელურად, დაბრუნდება დავიდ ალაბა და ის რესურსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა მარჯვენა მცველია, მაგრამ ამ ეტაპზე „ბლანკოსი“ სასურველ ფეხბურთელს ვერ დაიმატებს.
სრულიად გამოირიცხა აიმერიკ ლაპორტის საკითხიც, რომლის მადრიდში გადასვლა არაერთხელ იძენდა აქტუალურობას.
- 26 დეკემბერი 2024
- 841
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.