პინტუსი პირობას დებს!
ანტონიო პინტუსის მიმართ უკვე დიდი კრიტიკა ისმის. მისი მეთოდები დიდ ტრავმიანობას იწვევს, რამაც ფლორენტინო პერესი არაერთხელ შეაშფოთა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი პირობას დებს.
პინტუსის გაშვებაზე ახლა არაფერი ისმის. თუ ხელმძღვანელობა რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ზაფხულში მოხდება და არა ახლა, ვინაიდან ახლა სრული მეთოდიკის შეცვლა არასასურველ შედეგებს მოიტანს.
ანტონიო კი პირობას დებს, რომ იანვრის ბოლოს „რეალის“ ფეხბურთელების კონდიცია იდეალური იქნება და ამ მხრივ გუნდი მოწინააღმდეგეებზე ბევრად მაღლა იდგება.
ეს არის გრძველვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროგრამა, რომელიც მუშაობს და რომელსაც არაერთხელ მოუტანია პოზიტიური შედეგი.
სამეფო კლუბმა იანვარში შესაძლოა 9 მატჩი გამართოს, რაც უდიდეს დატვირთვებთან იქნება დაკავშირეუბლი, პინტუსი კი ამისთვის მზად არის და მეტიც, სათავისოდ გამოყენებას გეგმავს.
- 25 დეკემბერი 2024
- 1 672
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.