ანჩელოტი:„2025 წელს დიდი ამოცანები გვაქვს შესასრულებელი“
კარლო ანჩელოტიმ სამეფო კლუბის გულშემატკივრების დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა.
„გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს. ეს მართლაც განსაკუთრებულია დღესასწაულია, რომელსაც მადრიდული ოჯახები ერთმანეთთან იზეიმებენ და სამომავლო მიზნებს დასახავენ.“
„ჩვენ ერთად დიდი ამოცანები უნდა შევასრულოთ. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წარმატებული წლის შემდეგ, 2025 წელს კიდევ უფრო დიდ მიღწევებს დავაფიქსირებთ.“
„გუნდში დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია გვაქვს. გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს მივაღწევთ.“
- 24 დეკემბერი 2024
- 373
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.