დეივისისთვის ბრძოლაში „ბარსა“ სერიოზულად ჩაერთო
ესპანური გამოცემების ცნობით, ალფონსო დეივისის დამატებისთვის „რეალთან“ ერთად კატალონიის „ბარსელონაც“ სერიოზულად იბრძოლებს.
კანადელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება შეუძლია, ის გერმანიაში ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და „ბაიერნს“ მალე დაემშვიდობება.
ჟოან ლაპორტას ძალიან მოსწონს იდეა, რომელიც ალფონსოს უფასოდ დამატებას ითვალისწინებს.
არსებული ცნობით, კატალონიური მხარე ბრძოლაში სერიოზულად შედის და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ „რეალმა“ კანადელი ვერ დაიმატოს.
- 23 დეკემბერი 2024
- 1 021
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.