როდრიგო:„პირადი დინამიკით ძალიან კმაყოფილი ვარ“
როდრიგო გოეშმა „სევილიასთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და 2024 წელი ეფექტური შეხვედრით დავასრულეთ.“
„ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და შედეგიც სახეზეა. დარწმუნებული ვარ, ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგები უდიდეს სიამოვნებას მიიღებდნენ.“
„2024 წელს 5 ტიტული მოვიგეთ, ეს მარტივი არ არის, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ 2025-შიც იგივე უნდა გავაკეთოთ.“
„გოლის გატანით მოხარული ვარ. მიმაჩნია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ და გუნდის დახმარება შემიძლია. ტრავმები წარსულს დარჩა, პირადი დინამიკა მაკმაყოფილებს და ვთვლი, რომ კიდევ მოვუმატებ.“
„ვინისიუსის არყოფნა გუნდს არ დატყობია. ჩემს თანამემამულეს დასვენების საშუალება მიეცა, მომდევნო წელი კი მისთვის ძალიან დატვირთული და გამოწვევებით სავსე იქნება.“
- 22 დეკემბერი 2024
- 433
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.