ანჩელოტი:„მბაპე ბრწყინვალე გოლეადორია“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„მას შემდეგ, რაც „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე დავმარცხდით, შევიკრიბეთ და შეცდომები და ხარვეზები სერიოზულად გავანაალიზეთ. მივხვდით, რომ საქმე მარტივად არ იყო. ამ მომენტიდან დაწყებული გუნდი პროგრესირებს და ეტაპობრივად აღწევს წარმატებას.“

„კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან არასდროს მსმენია შეშფოთება. ყველაზე რთულ დროს მხარდაჭერას ვგრძნობდი, ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო.“

„ხესუს ნავასმა დაიმსახურა ოვაციები, რომელიც ბერნაბეუზე მიიღო. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის „რეალის“ საკუთრება არასდროს ყოფილა. ესპანელი ფეხბურთელი ბევრი ადამიანისთვის მაგალითი იყო საკუთარი შემართებით, ერთგულებით, პროფესიონალიზმით და ფეხბურთის სიყვარულით.“

„ჩვენ არ გვყავდა ვინისიუს ჟუნიორი, მის გარეშე თამაში მარტივი არ არის, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმა ძალიან მოინდომებს და შესანიშნავი საღამო აჩუქეს ბერნაბეუზე შეკრებილ ქომაგებს.“

„მბაპე? ის ბრწყინვალე გოლეადორია. ფრანგი ფეხბურთელისგან კიდევ უფრო მეტს ვითხოვ, ვინაიდან ვიცი, რომ ძალიან ძლიერი ფიგურაა. ფრანგი ბოლო შეხვედრებში უნაკლოდ გამოდის, რაც გატანილ გოლებშიც აისახა, ის ძალიან მოუმატებს და სეზონის მეორე ნახევარში მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„ენდრიკი მოედანზე არ შევუშვი, ამას თავისი მიზეზები აქვს. ბრაზილიელი სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით მეტ დროს მიიღებს.“

„რატომ არ ითამაშა ფრანმა? უბრალოდ არ იდგა მისი საჭიროება. ამ შეხვედრაში მარცხენა ფლანგზე კამავინგას დაყენების გადაწყვეტილება მივიღე, სხვა არაფერი.“

„როდესაც „ბარსელონასთან“ დიდი ანგარიშით წავაგეთ, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო. დღეს ჩვენ კატალონიელებზე მეტი ქულა გვაქვს, მაგრამ ფლიკის გუნდთან ბრძოლა გრძელდება, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ „ატლეტიკო“ საოცარ ფეხბურთს თამაშობს და პირველ ადგილზე დამსახურებულად არის.“


„2024 წელი „რეალისთვის“ წარმატებული იყო. ჩვენ 5 ტიტული მოვიგეთ. მნიშვნელოვანი აღვიქვათ, რომ 2025 წელს გამოწვევები კიდევ უფრო დიდი იქნება.“

  • Madridista
  • 22 დეკემბერი 2024
  • 2 844
  • 1

1

23 დეკემბერი 2024 12:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 630

ანჩე, საუკეთესო გოლების კორიანტელი იყო მაგრამ ამ სევილიამ 2 გოლი არაფრიდან გავიტანა და ვფიქრობ რაღაცეები უნდა დაალაგო დაცვაში. რაულ ასენსიოს მიეცი ისევ შანსი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (127)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)