მბაპე:„ვეღარავინ გამაჩერებს, ძალიან ბედნიერი ვარ“

კილიან მბაპემ „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„უბედნიერესი ვარ. ძალიან ვამაყობ, რომ ეს საღამო შედგა. გულშემატკივრებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს.“

„საკმაოდ ეფექტური გოლის გატანა შევძელი, რამაც ძალიან გამაბედნიერა. ბოლო მატჩებში არაერთხელ მოვახერხე მეტოქის კარის აღება. სიმართლე გითხრათ, ახლა ბევრად თავისუფალი ვარ და ვიცი, რომ ვეღარავინ გამაჩერებს.“

„ხესუს ნავასი? მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და ესპანელი ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. ეს არის სტანდარტი, რომელიც ბერნაბეუზე სუფევს.“

„უფრო მეტი გოლის გატანა შემეძლო, მაგრამ არაუშავს. მთავარი ის არის, რომ გავიმარჯვეთ, თანაც ძალიან ლამაზი და დამაჯერებელი თამაშით.“

„ჩვენ მე-2 პოზიციაზე ვართ, თუმცა 1 მატჩი რეზერვში გვაქვს და ვიცით, რომ აუცილებლად გამარჯვება გვმართებს.“

„ვარჯიშებზე მსგავსი სტილის გოლი არაერთხელ გამიტანია. მიხარია, რომ ეს ახლა ბერნაბეუზეც შევძელი. იგივეს თქმა შემიძლია ფედე ვალვერდეზეც, ის საოცარ დარტყმას ფლობს.“

„სხაობა „ბარსელონასთან“? ახლა სხვაობა 2 ქულაა, თუმცა ჩვენ შანსი გვაქვს, სულ მალე 5 ქულით გავასწროთ ფლიკის გუნდს. სეზონი გრძელის, კატალონიელებს კი დანებება არ ჩვევიათ. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.“

  • Madridista
  • 22 დეკემბერი 2024
  • 3 204
  • 5

1

22 დეკემბერი 2024 22:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 370

იმედია აკრეფილ ხოდს არ დააგდებ და პირიქით მოუმატებ


2

23 დეკემბერი 2024 12:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 578

მბაპე ბევრად ეფექტურია ბოლო ტურებში და ასე უნდა გააგრძელოს. ფაქტია იხსნება ნელნელა უკვე


3

23 დეკემბერი 2024 21:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427

რა კარგი დარტყმა და დრიბლინგი აქვს ამ ოხერს. იმედია გაიხსნება ბოლომდე, აქამდე მეგონა დაავიწყდა საცოდავს ფეხბურთის თამაში ლიგა 1 ში თქო


4

23 დეკემბერი 2024 23:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 288

ტრაბახი სეზონის ბოლოს კილიან.))))


5

27 დეკემბერი 2024 18:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 189

gaxsnilia tavidan bolomde mara maq prezidentis oinbazobaa vito veraa gundi xodze da mteli politika ra 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (36)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)