მოდრიჩი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა
ლუკა მოდრიჩს ლა ლიგაში უკვე 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა.
თუ ხორვატი მოთამაშე „სევილიასთან“ შეხვედრაში გაფრთხილებას მიიღებს, „ვალენსიასთან“ დაპირისპირებას გამოტოვებს.
ლუკიტას სიფრთხილე მართებს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
რაც შეეხება „ვალენსიას“ შემდგომ მეტოქეს, ეს გუნდი ლა ლიგაში „ლას პალმასი“ იქნება, შეხვედრა ბერნაბეუზე არის ჩანიშნული და მეტად უპრიანი იქნება, თუ ლეგენდარული ნახევარმცველი სწორედ ამ შეხვედრას გამოტოვებს და არა „მესტალიაზე“ გასამართ დაპირისპირებას.
- 22 დეკემბერი 2024
- 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.