„ბარსელონამ“ ისევ წააგო, „რეალს“ დიდი შანსი მიეცა

კატალონიის „ბარსელონამ“ საშინაო არენაზე „ატლეტიკოსთან“ წააგო. შეხვედრა დრამატულად განვითარდა და ჩოლო სიმეონეს გუნდმა ბოლო წუთზე შეძლო გამარჯვების დაფიქსირება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა.

ფლიკის გუნდის აბსოლუტური უპირატესობის მიუხედავად, „როხიბლანკომ“ მატჩის შემოტრიალება და საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ლა ლიგის მე-19 ტურის თავზე პირველადგილოსანი გუნდი „ატლეტიკო“ გახდა, რომელსაც ერთი შეხვედრა ასევე რეზერვში აქვს და 19-იდან 18 ტური აქვს ნათამაშები.

რაც შეეხება „რეალს“. თუ სამეფო კლუბი დღეს საღამოს „სევილიას“ დამარცხებას შეძლებს, 40 ქულას ჩაიწერს აქტივში და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს, „ბარსელონასთან“ სხვაობა კი 2 ქულა გახდება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

თუ ანჩელოტის შეგირდები „ვალენსიასთან“ გადადებულ შეხვედრასაც მოიგებენ, კატალონიურ კლუბთან სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება, რაც სავსებით რეალურია.

„ბლანკოსს“ შანსი აქვს, 2025 წლის სტარტზე კატალონიურ მეტოქესთან 5 ქულიანი სხვაობა ჰქონდეს, „ატლეტიკოსგან“ კი ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადია გაკეთებული.



1

22 დეკემბერი 2024 11:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 216

პატარა გუნდის მენტალიტეტი აღუნიშნავთ ჩემპიონობა


2

23 დეკემბერი 2024 23:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 225

კულეებო გატაკათ ჩოლომ?)))))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)