კარვახალმა მინდორზე ვარჯიში დაიწყო
დანიელ კარვახალმა ყველაზე რთული კვირები დაძლია. ესპანელ ფეხბურთელს უმძიმესი ტრავმის მკურნალობა უწევს.
დანიმ გაიარა პოსტოპერაციული პერიოდი, სადაც ფეხის გამოძრავებაც კი ექიმების რაკომენდაციით ხდებოდა.
11 კვირიანი დიდი შრომის შემდეგ, განაპირა მცველი მწვანე მინდორზე დაბრუნდა და სპეციალურ დავალებებს ასრულებს.
კარვახალს აღარ სჭირდება ყავარჯნები და გადადის ახალ ეტაპზე.
ასევე ცნობილია, რომ ესპანელ ფეხბურთელს აუცზში ყოველდე 4-იდან 6 საათის გატარება უწევს.
სამედიცინო შტაბს აქვს სპეციალური გეგმა, რომელმაც ლეგენდა სტადიონზე უნდა დააბრუნოს.
საუკეთესო შემთხვევაში, დანიმ ბურთთან ერთად ვარჯიში ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დაიწყოს.
- 21 დეკემბერი 2024
- 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.