ანჩელოტი:„2025 წელს დიდი მოტივაციით ვხვდებით“
კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„რას ვთხოვ სანტა კლაუსს 2025 წელს? იმას, რომ ნაკლები კრიტიკა იყოს და ნორმალურად მუშაობის საშუალება მოგვეცეს. ხშირად უაზრო კრიტიკას ვისმენთ, რაც რა თქმა უნდა, დისკომფორტია.“
„2024 წელს გუნდს არაერთი ბედნიერი მომენტი ჰქონდა. ყველა კარგად მახსოვს. ალბათ ყველაზე დიდი სიხარული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება იყო, შემდეგ კი გრანდიოზული აღნიშვნა.“
„ფერლან მენდიმ გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა და ანდალუსიელთა წინააღმდეგ განაცხადში იქნება.“
„დავიდ ალაბა ვარჯიშობს, თუმცა ინდივიდუალურ პროგრამასაც ასრულებს. 30 დეკემბრიდან ავსტრიელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად სრულად დაიტვირთება, 15 იანვრიდან კი მოედანზე გასვლის შესაძლებლობაც ექნება.“
„2024 წელს 5 თასი მოვიგეთ. ეს ნამდვილად მისაღები შედეგია, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რადგან ტიტულების დაცვა მოგვიწევს.“
„ასენსიო მარჯვნენა მცველად? ვარჯიშებზე, ეს მოვსინჯეთ, თუმცა ვფიქრობ, რაულს გაცილებით კარგი დაცვითი თვისებები აქვს, ვიდრე შეტევითი, მარჯვენა მცველი კი კარგად უნდა უტევდეს.“
„ყველაზე მეტად მსიამოვნებს, როდესაც ვინი, მბაპე, როდრიგო და ჯუდი ერთად უტევენ, თუმცა ტრავმების გამო, ამის საშუალება ხშირად არ გვქონდა. მე მათ ფიქსირებულ პოზიციებზე არ ვათამაშებ და ყოველთვის ვეუბნები, რომ პოზიციები გაცვალონ.“
„ზოგიერთ მომენტში მბაპე უტევს მარცხნიდან, ზოგიერთში ვინი, ხანაც პირიქით. ამ სეზონში ბრაზილიელმა ძალიან მოუხშირა მოედნის ცენტრში შესვლას და სიტუაციის იქედან გამწვავებას.“
„ბელინგემი? მას კონკრეტულ დავალებას არასდროს აღარ მივცემ, ის კროოსის შემცვლელად არ გამოდგება, რადგან სხვა ტიპის და პოზიციის ფეხბურთელია, ის „დორტმუნდში“ სხვა ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ „ბლანკოსში“ გადმოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად დახვეწა შეტევითი თვისებები.“
- 21 დეკემბერი 2024
- 684
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.