ფლორენტინო:„2024 წელი ძალიან წარმატებული იყო, წინ დიდი გეგმებია“

ფლორენტინო პერესმა საშობაოდ მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭო, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები და დაინტერესებული პირები მოიწვია და წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ და დეტალურად ინტერესდებით სამეფო კლუბში განვითარებული მოვლენებით.“

„მსურს, მოგილოცოთ დამდეგი შობა და გისურვოთ, რომ 2025 წელი იყოს ტიტულებით და წარმატებებით სავსე მთელი კლუბისთვის.“

„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით იმ შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად წევთ ჩვენი გუნდის წინსვლისა და წარმატებისთვის.“

„შრომა, თავგანწირვა, წინსვლაზე ორიენტირებულობა, პატივისცემა, თავმდაბლობა და სოლიდრობა ჩვენი ღირებულებებია, რომელსაც მკაცრად ვიცავთ.“

„„რეალის“ ფონდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს 500-ზე მეტი სოციალურ-სპორტული სკოლა და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, რომელიც როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოიტანს.“

„2024 წელი „რეალისთვის“ ძალიან წარმატებული იყო. ჯამში 5 თასი აღვმართეთ, მათ შორის არის ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის თასები. სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ „ფიფას“ ინტერკონტინენტალის თასის მოგება.“

„არ უნდა დავივიწყოთ საკალათბურთო გუნდის წარმატებები, რომელიც 2024 წელსაც ეფექტურად გაგრძელდება და მომდევნო წლისთვის ამბიციური გეგმები გვაქვს.“

„ბერნაბეუს სრულმა ტრანსფორმაციამ მადრიდის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა. სტადიონის რეკონსტრუქციის 95%-ზე მეტი შესრულებულია და დარჩა მცირე დეტალები, რასაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არქიტექტურული ხატი სრულვყოთ და ყველასთვის მისაბაძი გავხადოთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)