ხუანლუ სანჩესი „რეალში“ - მოლაპარაკებები იწყება!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აქტიურად განიხილავს „სევილიას“ მარჯვენა მცველის, ხუანლუ სანჩესის დამატების საკითხს.
21 წლის ესპანელი განაპირა მცველი უნივერსალობით გამოირჩევა, მას მარჯვენა ფლანგზე შეტევაშიც შეუძლია თამაში.
ხუანლუ ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
ამ ეტაპზე ესპანელი ფეხბურთელის შესაძლებლობები 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ სანჩესის ფასი ბოლო 1 წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, „რეალი“ მოლაპარაკებებს იწყებს და 2025 წლის ზაფხულში ამ შეთანხმებაზე მუშაობას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის დამატებაზე პრეტენზია მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმსაც აქვს.
- 21 დეკემბერი 2024
- 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.