სერიოზული ცვლილებები „რეალში“ - გუნდს 5 ფეხბურთელი დატოვებს!

ესპანური გამოცემების ცნობით, 2025 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალს“ 6 ფეხბურთელი დატოვებს. ფლორენტინო პერესს სერიოზული ცვლილებების განხორციელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ხესუს ვალიეხო ნამდვილად ბოლო სეზონს ატარებს ბერნაბეუზე და ეს ამბავი გადაწყვეტილია. ხესუსის გზას ასევე გაუყვება ორელიან ჩუამენი, რომელსაც „ბლანკოსი“ 80 მილიონ ევროდ ყიდის. მაღალი ალბათობით, ორელიანის მომდევნო კლუბი „ლივერპული“ იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი, ფრანგ ნახევარმცველს უდიდეს პატივს სცემს.

გარდა ამისა, 99%-იანი ალბათობით, ბოლო სეზონს ატარებს ლუკა მოდრიჩი, „ბლანკოსთან“ მასთან თანამშრომლობას დაასრულებს.

„მერენგების“ რიგებს დაემშვიდობება ფრან გარსიაც. მისი დამატებით „ბორმუთი“ და კიდევ 2 ინგლისური კლუბია დაინტერესებული.

ბოლო დროს სათამაშო დროის გაზრდის მიუხედავად, აქტიურად განიხილება დანი სებალიოსის წასვლაც. ესპანელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ თუ „ბლანკოსი“ შუა რგოლს სერიოზულად გააძლიერებს, სება გუნდს დატოვებს.

  • Madridista
  • 20 დეკემბერი 2024
  • 4 823
  • 7

1

20 დეკემბერი 2024 11:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 484

სებას არ გავუშვებდი რავიცი. მოდრიჩსაც დავტოვებდი 1 წელი


2

20 დეკემბერი 2024 12:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 95

სებას არც მე გავუშვებდი 


3

20 დეკემბერი 2024 12:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 634

VALEXO,CHUA,VASKESI GASASHVEBIA


4

20 დეკემბერი 2024 13:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 216

პრესა ჭა.  


5

20 დეკემბერი 2024 14:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 20

ადმიან არ გრცხვენია ? აი უბრალოდ არ გრცხვენია?! ყოველდღე, თითქმის ყოველ დ ღ ე ურთიერთგამომრიცხავ სტატიებს დებ, ხან რჩება ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი ხანაც კიდევ მიდის, ხან რჩება ხან მიდის. ვინ გაწვდის გაფიცებ წმინდას ამ სტატიებს ? წერის მანერაზე ხო აღარაფერს ვამბობ ამდენი ხანია სტატიებს აქვეყნებ აქ და ერთი სტატია არ ყოფილა ერთი ან რამდენიმე სიტყვა რომ არ შეგშლოდა დანარჩენზე ხო არაფერს ვამბობ ხელები ამიწევია ძმაო?


6

20 დეკემბერი 2024 17:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 204

ვასკესს დატოვებენ, არ გვყავს არავინ, მოიყვანენ იმედია ვინმეს და მეორე ნომრად ვასკესი გადავა, სანამ კარვახალი გამოჯანმრთელდება, მერე კი გაუშვებენ, რაც შეეხება გარსიას რაღას იმატებდნენ, თუ გაშვებას აპირებენ, ე.ი მოიყვანენ ბევრად უკეთესს და მენდიც მეორე ნომრად გადავა(იმედია), სებალიოსი უნდა დატოვონ 1 სეზონი მაინც, თუ მოდრიჩი წავიდა, ან პირიქით... ერთ-ერთი მაინც... ჩუამენი დიდი კითხვის ნიშანია არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ჩაიკარგა, ვალიეხო კარგა ხნის წასული უნდა იყოს, იმედია ალაბა დაბრუნდება + ასენსიო და რაღაცა ნათელი წერტილი იქნება დაცვაში(მილიტაო/კარვახალი რა ფორმაში დაბრუნდება კაცი შვილმა არ იცის გასამახვილებელია ამ ფაქტორზეც ყურადღება), ფლანგებზე არნოლდი/დეივისი რამდენად ახდება... ძნელია იმედია ერთ-ერთს მაინც დაიმატებენ, გვიჭირს ძალიან ფლანგზე, ვირცის ნაცვლად ვის ისურვებდით ცენტრში? 


7

20 დეკემბერი 2024 22:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 375

ფლანგის მცველები და ერთი საყრდენი, მეტი არავინ არ სჭირდება ამ გუნდს. ვირცის მოყვანა იქნება ჩვეულებრივი აჯაფსანდალი, სად დადგება, ვის ჩაანაცვლებს? სება დატოვონ, + ვალვერდე, კამავინგა, ბელინგჰემი, არდა და სუბიმენდი მაგალითად. საინტერესოა აკადემიაში თუ ჰყავთ კიდევ ვინმე საყრდენი.

ჩუამენი გასაშვებია, 80 მილიონიანი მოთამაშე ამათ თუ ცენტრალურ მცველად უნდა ათამაშონ, სჯობს გაუშვან და 80 მილიონად ბოლობოლო სალიბას დონის ნამდვილ მცველს იყიდიან. 

ვან დაიკი ყოველთვის მესიმპატიურებოდა და სამწუხარო იქნება თუ ისე დაამთავრებს კარიერას რომ რეალში არ ითამაშოს. თანაც კონტრაქტი ეწურება 2025 ზაფხულში, იმედია იზამს მაგ საქმეს ბაბუ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)