ენდრიკი:„ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია“
ენდრიკ ფელიპემ მადრიდის „რეალთან“ ერთად კიდევ ერთი ტიტულის მოგება აღნიშნა.
„ჩემთვის ამ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. ძალიან მიხარია, რომ ინტერკონტინენტალის თასის მოგება შევძელით.“
„ის, რასაც ვინისიუსი აკეთებს, ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს, მათ შორის ჩემთვის.“
„მსურს, ის გზა გავიარო, რაც ვინიმ გაიარა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ლიდერის სტატუსით სარგებლობს.“
„ყველაფერი კარგად მიდის. 2024 წელს გუნდმა მეხუთე თასი მოიგო, ლა ლიგაში დიდ ბრძოლაშია, ჩემპიონთა ლიგაზე კი სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს.“
„ახლა ზეიმის დროა, სულ მალე კი „სევილიასთან“ შეხვედრაზე ვიფიქრებ, რაც უდიდეს მნიშვნელობას იძენს.“
- 19 დეკემბერი 2024
- 873
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.