ვალვერდე:„„რეალი“ არასდროს ჩერდება“
ფედერიკო ვალვერდემ ინტერკონტინენტალის თასის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ. ამ გუნდის ლოგოს ქვეშ თამაში მარტივი არ არის, მაგრამ დიდი ბედნიერებაა.“
„იმედი მაქვს, ახალგაზრდა თაობასთან ერთად შევძლებ მოწოდების სიმაღლეზე დგომას და კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას.“
„ინდივიდუალური თვალსაზრისით მარტივი თამაში არ იყო, მაგრამ პირველ ტაიმში მოვძებნეთ გასაღები, როგორ შეიძლებოდა სიტუაციის შეცვლა. საბოლოო ჯამში აბსოლუტური უპირატესობ გვქონდა და წარმატებას მივაღწიეთ.“
„სასიამოვნოა, რომ ინდივიდუალური ჯილდოც მივიღე, ეს გუნდს ეკუთვნის. ჩემი ნებისმიერი ინდივიდუალური ჯილდო „რეალის“ ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა.“
„ამ გუნდის ღირსების დაცვა ავტომატურად ნიშნავს ყველა ტიტულისთვის ბრძოლას. ეს მადრიდის „რეალია“, რომელიც არასდროს ჩერდება.“
- 19 დეკემბერი 2024
- 373
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.