ვინისიუსი:„მბაპესთან ერთად თამაშზე წლები ვოცნებობდი“

ვინისიუს ჟუნიორმა ფინალის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ეს კვირა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოვიგე, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ჯილდოები. რა თქმა უნდა, შესანიშნავ ხასიათზე ვარ და ეს წარმატება კიდევ უფრო დიდ მუხტს მომცემს. ვამაყობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სადარაჯოზე ვდგავარ. რომ არა ჩემი თანაგუნდელები ვერაფერს მივაღწევდი, მათი როლი ძალიან დიდია.“

„ის, რომ ოქროს ბურთი ვერ მოვიგე, არაფერს ცვლის. მთავარი ის არის, რომ ჩემი ოჯახი ბედნიერია და დღეს FIFA THE BEST ჯილდოს ვფლობ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ უდიდესი გზა გამოვიარე. ჩემს ოჯახს ვენატრებოდი, თუმცა არცერთი წუთი არ დავნებებულვარ და ვცდილობდი, დიდი წარმატება დამეფიქსირებინა.“

„ჩემი და მბაპეს ურთიერთობა ბევრად კარგია, ვიდრე თქვენ გგონიათ, მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. წლების მანძილზე ვოცნებობდი ფრანგთან ერთად თამაშზე და ახლა დიდი შანსი გვაქვს. მიხარია, როდესაც მას საგოლე გადაცემებით ვეხმარები, ჩვენ ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ.“

„ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება და ვამაყობთ, რომ აქედან მადრიდში გამარჯვებულები ვბრუნდებით. „რეალი“ არასდროს ჩერდება.“

„გუნდი მიყვება წესებს და ტრადიციებს, რასაც ისტორია მოითხოვს. ჩვენ ვერ გავჩერდებით.“


1

19 დეკემბერი 2024 12:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 484

გუშინ მბაპეს გოლზე რა მომენტიც შექმენით, ეგეთები გვინდა ზუსტად. მაგ თამაშს ველით ზუსტად თქვენი დუეტისგან და მოიხოდეთ, დროა უკვე. გავიდა თვეები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)