ანჩელოტი:,,2025 წელს ლიდერები გავხდებით"
კარლო ანჩელოტიმ „პაჩუკასთან“ გამარჯვებისა და ინტერკონტინენტალის თასის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების გათვალისწინებით, მადრიდის „რეალი“ ვალდებულია ყველა ტურნირისთვის იბრძოლოს. ვამაყობ, რომ ამ საოცრების ნაწილი ვარ და ჩვენს კოლექციაში კიდევ ერთი ტიტული დაიდებს ბინას.“
„ვინისიუსი ჩვენთან ერთად დაბრუნდება მადრიდში, შემდეგ კი დასვენების საშუალებას მივცემ, რადგან დისკვალიფიკაცია აქვს. ის გუნდს 30 დეკემბერს დაუბრუნდება და „ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.“
„„ბლანკოსის“ მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამის შანსი მომცა.“
„თავდაჯერებულება მოგვემატა. გუნდი მას შემდეგ პროგრესირებს, რაც „მილანთან“ წავაგეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო.“
„„ევერტონის“ მწვრთნელის რანგში „რეალის“ ხელმძღვანელობას დავურეკე და ვკითხე, მქონდა თუ არა შანსი „ბლანკოსის“ რომელიმე ფეხბურთელი დამემატებინა, მათ კი მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს.“
„„რეალში“ ტიტულების მოგება უფრო ადვილია, ვიდრე სხვაგან, რადგან აქ გამარჯვებულის მენტალიტეტი სუფევს.“
„კონკრეტულად ტიტულებს ვერ ავირჩევ, მაგრამ „ლა დესიმა“ ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ვინაიდან გუნდის ქომაგები ამ თასს 12 წელი ელოდნენ. ასევე დაუვოწყარია 2022 წელი, როდესაც „პსჟ“-სთან და „სიტისთან“ საოცრებები ჩავიდინეთ.“
„2024 წელი მადრიდის „რეალისთვის“ ფანტასტიკური იყო, 5 ტიტული მოვიგეთ და ეს მარტივი არ არის. მილიტაომ, ალაბამ, ტიბომ და კარვახალმა უმძიმესი ტრავმები მიიღეს, თუმცა მჯერა, რომ საერთო ჯამში წელს ისინიც პოზიტიურად აფასებენ.“
„კამავინგა დაბრუნდა, ალაბა მალე დაბრუნდება. გუნდს უკეთესობისკენ სვლის კარგი შანსი აქვს და ჩვენ ამ სიტუაციას აუცილებლად გამოვიყენებთ. პირობას გაძლევთ, რომ იანვარში „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ გავასწრებთ და ვეცდებით, კვლავ ჩემპიონები გავხდეთ.“
- 19 დეკემბერი 2024
- 3 728
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.