ბელინგემი:„ვინი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას“
ჯუდ ბელინგემმა ვინისიუს ჟუნიორს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება.
„ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ „ფიფას“ ღონისძიებაზე ვინისიუს ჟუნიორს დააჯილდოვებდნენ, ვინაიდან ის ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას.“
„ჩვენ ვსაუბრობთ შემტევზე, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია ულამაზესი მოძრაობების გაკეთება და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე თამაში.“
„ვინი იმსახურებდა გამარჯვებას და მსურს, მთელი გულით მივულოცო ბრაზილიელს.“
„დარწმუნებული ვიყავი, რომ კომპეტენტური ჟურნალისტები, გულშემატკივრები, მწვრთნელები და კაპიტნები, სწორედ ვინის აირჩევდნენ.“
„ჩემი მესამე ადგილი? ეს დიდი პატივია, თანაც „რეალში“ გატარებულ პირველივე სეზონში. ვამაყობ, რომ ამდენმა ადამიანმა დამიჭირა მხარი, ყველას მადლობას ვუხდი.“
- 18 დეკემბერი 2024
- 568
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.