სერხიო რამოსი:„ვინი უალტერნატივო ფეხბურთელია“
სერხიო რამოსმა ვინისიუს ჟუნიორს „ფიფას“ ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიულოცა.
„ვინისიუსი უალტერნატივო ფეხბურთელია. ის მადრიდში წლების წინ, უდიდესი ენთუზიაზმით ჩამოვიდა. ვფიქრობ, ვნახეთ მაგალითი იმისა, რამხელა პროგრესი და შედეგები მოაქვს მონდომებას.“
„მიხარია, რომ მადრიდის „რეალს“ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოში დაფასდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
„დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელი შემტევი მომდევნო წლებში კიდევ უფრო მოუმატებს და როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ბევრ ჯილდოს მოიგებს.“
„არ დაგვავიწყდეს, რომ ვინისიუსი 25 წლისაც არ არის და უდიდესი გამოცდილება აქვს. ეს თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს.“
- 18 დეკემბერი 2024
- 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.