ჯუდ ბელინგემი:„გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრს ვსწავლობ“
ჯუდ ბელინგემმა „პაჩუკასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მიხარია, რომ აქ ვარ და „რეალთან“ ერთად კიდევ ერთი ტიტულის მოგების საშუალება მაქვს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თასი შევმატოთ.“
„გასახდელში სრული იდილიაა, რასაც პირველ რიგში გამოცდილი ფეხბურთელები ქმნიან. ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.“
„დიახ, ბოლო მატჩებში ნამდვილად ვითამაშე იმ პოზიციაზე, საიდანაც გოლების გატანა შემეძლო. ვიმედოვნებ, ასე გავაგრძელებ და კიდევ ბევრს გავიტან, რადგან ეს გოლები გუნდს გამარჯვებაში ეხმარება.“
„დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით. გუნდს არნახული რესურსი აქვს.“
„კრიტიკა არასდროს უნდა მიიღო უარყოფითად. უნდა ეცადო, რომ უფრო გაძლიერდე და სათქმელი არავის დაუტოვო.“
„მხარზე პრობლემა არ მაქვს, დამცავით ვთამაშობ, რომ რისკები დავაზღვიო.“
„ჩემი გოლის აღნიშვნა? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ჩახუტებაა, დაე იყოს ასე, რადგან ჩახუტება კარგია.“ (იცინის)
„ჩემი საუკეთესო პოზიცია არის ის, სადაც ანჩელოტი დამაყენებს.“
„„ფიფასგან“ ვინისიუსი ჯილდოს იმსახურებს. ვიმედოვნებ, ბრაზილიელს საუკეთესოდ დაასახელებენ, ჩვენ მისი დიდი გულშემატკივრები ვართ და ბედნიერი ვიქნები, თუ სამხრეთ-ამერიკელს საპატიო ჯილდოს გადასცემენ.“
- 17 დეკემბერი 2024
- 430
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.