ანჩელოტი:„თასის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“
კარლო ანჩელოტიმ „პაჩუკასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„აღელვებულები და ასევე ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ინტერკონტინენტალის თასის მოგების საშუალება მოგვცა. ფინალური შეხვედრა საინტერესო იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თასი აღვმართოთ და მადრიდში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.“
„კილიან მბაპემ კარგად ივარჯიშა და დღესაც სრულფასოვანი დატვითვით აპირებს მომზადებას. მოდით, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის მოედანზე გასვლას. ფაქტია, აღდგენითი პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.“
„ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე 1 თვის წინ. გუნდი პროგრესირებს და ჩემთვის მთავარი ეს არის. სწორ გზაზე ვდგავართ.“
„ფეხბურთში რთული მომენტები ხშირად დგება ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა ოქტომბერია, ნოემბერი თუ აპრილი. ყოველთვის უნდა ეცადო, ხარვეზები დაინახო და ყველაფერი აღმოფხვრა.“
„სატრანსფერო მარკეტი? ახლა ამაზე საუბრის დროს ვერ ვხედავ. მოდით, ამაზე იანვარში ვიფიქროთ.“
„კრიტიკას ყოველთვის მივიღე, მაგრამ უსაფუძვლოს არა. ჩემთვის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საკუთარი მიზეზი აქვს.“
„რამდენჯერაც თამაშს ვერ მოვიგებთ, იმდენჯერ გამოდის გარკვეული პირთა წრე, რომელიც ჩემს თანამდებობას ეჭვქვეშ აყენებს. მე არ მაინტერესებს ამ ადამიანების აზრი, რადგან თავიდან ბოლომდე „რეალის“ წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. ჩემი თანამდებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელობას შეუძლია.“
„მბაპეს საუკეთესო პოზიცია? ვფიქრობ, შეტევის ნებისმიერ წერტილში ფრანგი ეფექტურია. მთავარია მან საუკეთესო დონეს მიაღწიოს.“
„შარშან იდეალური ბალანსი გვქონდა, რაც წელს დავკარგეთ, მაგრამ ეტაპობრივად ვცდილობთ, როტაციებისა და სისტემის საშუალებით მეტი ბალანსი გვქონდეს. ჩვენთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტრავმებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნა.“
„„პაჩუკამ“ ფინალამდე დიდი გზა გაიარა, რადგან ეს გუნდი აქამდე მოვიდა, ესეიგი საქმე ურთულეს მეტოქესთან გვაქვს.“
„ამ გუნდის თამაშებს „ბოტაფოსო“ და „ალ აჰლის“ წინააღმდეგ ვუყურე და გარკვეული დასკვნები გავაკეთე.“
„ფიფას ღონისძიება? ვინისიუსი გამარჯვებას იმსახურებს და იმედი მაქვს, ასე იქნება.“
- 17 დეკემბერი 2024
- 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.