მოურინიო : "მგონი "რეალში" დავრჩები"
ჟოზე მოურინიო პორტუგალიაში გამგზავრებას არ აპირებს...
"თუ "რეალის" მწვრთნელი არ ვიქნებოდი, მაშინ ჩემი ქვეყნის ნაკრებს უფასოდ გავწვრთნიდი, მაგრამ ახლა ბევრი სამუშაო მაქვს და მადრიდიდან წასვლას არ ვაპირებ. გუნდის ფედერაცია მთხოვს, რომ გუნდი არ დავტოვო, მე ამ გუნდთან კონტრაქტი მაქვს და გუნდის დატოვება არ შემიძლია. მე პორტუგალიელი ვარ და ძალიან მინდა ჩემს ქვეყანას დავეხმარო, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია. ახლა გუნდს ბევრი ვარჯიში სჭირდება, რადგან წინ რთული მატჩები გველის."
"რეალ სოსიედადთან" თამაში ძალიან გაგვიჭირდება. დღემდე 3 მატჩი ჩავატარეთ, სამივე შეხვედრაში მოწინააღმდეგი გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სოსიედადთან თამაში ყველაზე რთული იქნება. ის გუნდები, რომლებიც "სეგუნდა დივიზიონიდან" გადმოვიდნენ, ძალიან ძლიერები არიან, მაგალითად ჰერკულესი. ალიკანტელები პრიმერა დივიზიონში წელს გადავიდნენ და ბარსას დამარცხება კამპ ნოუზე შესძლეს. სოსიედადი კარგად გაწვრთნილი გუნდია, ყველა ფეხბურთელმა მისი საქმე იცის. ამ გუნდს ჰყავს 4 კარგი შემტევი ფეხბურთელი, რომლებიც ჩვენ მცველებს მოსვენების საშუალებას არ მისცემენ."
"თუ დრო მექნება ბარსას თამაშს ვუყურებ, კატალონიელებს ადვილი გასვლა ნამდვილად არ ექნებათ, ატლეტიკო წელს ძალიან კარგ ფორმაშია და ამ გუნდს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. მე წინ 2 რთული მატჩი მელის, სოსიედადთან და ესპანიოლთან, თუ ამ მატჩებში 6 ქულის მოპოვებას შევძლებთ, მე კმაყოფილი ვიქნები."
ინფორმაციის წყარო marca.com
- 17 სექტემბერი 2010
- 2 236
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.