კიდევ ერთი ვარჯიში ბაზაზე
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს.
„მერენგებმა“ მადრიდში ფინალური სესია ჩაატარეს, ხვალ კი დასკვნით შეკრებას ყატარში გამართავენ.
ვარჯიში გახურებითა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვით დაიწყო, შემდეგ კი ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და ბურთის ფლობას.
ჯუდ ბელინგემი დახურულ კარსმიღმა, სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, მბაპემ კი სესიის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა.
მენდის, მილიტაოს, კარვახალის და დავიდ ალაბას აღდგენითი პროცესი გრძელდება.
- 16 დეკემბერი 2024
- 368
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.