„ჟირონა“ რაულ ასენსიოს ეპატიჟება
„ჟირონას“ ხელმძღვანელობა მზად არის, რაულ ასენსიოსთან ითანამშრომლოს.
ესპანელი ფეხბურთელი ლა ლიგაში საკმაოდ პოპულარული გახდა. მას შემდეგ, რაც მოედანზე ორელიან ჩუამენი დაბრუნდა, ასენსიომ სკამზე გადაინაცვლა, რამაც მსურველი კლუბები კიდევ უფრო გააქტიურა.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „City Group“ ასენსიოს „ჟირონაში“ გადასვლას და შემდეგ მანჩესტერ „სიტიში“ მოხვედრის პერსპექტივას სთავაზობს.
„მარკა“ იუწყება, რომ რაულის ოცნება „რეალში“ დარჩენა და ფეხის მოკიდებაა, თუმცა მომდევნო თვეებში გამოჩნდება, რამდენად სჭირდება ის გუნდს.
მადრიდელი ანალიტიკოსები ანჩელოტის აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, რომ რუდიგერს სწორედ ასენსიო შეუწყვილოს და არა ჩუამენი, თუმცა იტალიელი როგორც ჩანს, სხვა აზრზეა.
- 16 დეკემბერი 2024
- 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.