კაილ ვოლკერი „რეალში“? - „სიტი“ ინგლისელს ყიდის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტიში“ სერიოზული წმენდა იგეგმება. ხოსეპ გვარდიოლას სურს, რომ გუნდი 30 წელს გადაცილებულმა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
სია მართლაც ამბიციურია, მაღალი ალბათობით, მანჩესტერელთა რიგებს კევინ დე ბრუინი, ედერსონი, ბერნარდუ სილვა, ვოლკერი და სხვები დატოვებენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სიტი“ ვოლკერს ყიდის და თუ „რეალი“ იაქტიურებს, შეთანხმების მიღწევა იანვრის სატრანსფერო მარკეტზე იქნება შესაძლებელი.
ინგლისელი განაპირა მცველი 34 წლის არის, რაც „რეალს“ არ უნდა ხიბლავდეს, მაგრამ ახლა მარჯვენა მცველის იმდენად დიდი საჭიროებაა, რომ შეთანხმება შესაძლოა მართლაც შედგეს.
ვოლკერს „სიტისთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა პეპს მისი გაშვება აქვს გადაწყვეტილი.
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბს კაილის დამატება 8-10 მილიონი ევროს ფარგლებში შეუძლია, რაც კოლოსალური თანხა ნამდვილად არ არის.
- 16 დეკემბერი 2024
- 1 239
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.