„რეალმა“ „ბარსელონასთან“ სხვაობა შეამცირა
ყველასათვის მოულოდნელად, კატალონიის „ბარსელონამ“ „ლეგანესთან“ წააგო და აქტივში კვლავ 38 ქულა დარჩა. ლა ლიგის ცხრილში სერიოზული სიახლეებია.
18 ტურის შემდეგ კატალონიურ გრანდს 38 ქულა აქვს, მეორე ადგილზე „ატლეტიკოა“ ასევე 38 ქულით, მესამეზე კი „რეალი“, რომელსაც 37 ქულა აქვს, თუმცა მადრიდულ გუნდებს 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რამაც შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეცვალოს.
ლა ლიგის მომდევნო ტურში „მერენგები“ „სევილიას“ უმასპინძლებენ, „ბარსელონა“ კი საშინაო არენაზე „ატლეტიკოს“ მიიღებს.
„რეალისთვის“ „ბარსა“-„როხიბლანკოს“ შეხვედრაში ფრე იდეალური შედეგი იქნება, ვინაიდან „სევილიასთან“ გამარჯვება გუნდს პირველ ადგილზე გადასვლის შანსს მისცემს.
ფაქტი ისაა, რომ ბოლო 4 კვირაში დიეგო სიმეონეს გუნდმა შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთო.
- 16 დეკემბერი 2024
- 647
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.