„რეალმა“ ამ სეზონში უკვე 14 ქულა დაკარგა

სამეფო კლუბს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 14 ქულა აქვს დაკარგული, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

51 შესაძლო ქულიდან მადრიდულ გრანდს მხოლოდ 37 აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაკლისი 14 ქულას შეადგენს.

შარშანდელ სეზონში „ბლანკოსს“ 38 ტურში მხოლოდ 19 ქულა ჰქონდა დაკარგული და ჯამში 95 ქულას მოუყარა თავი.

ფაქტია, რომ „მერენგები“ ამ სეზონში გასული სეზონის მაჩვენებელს ვერ გაიმეორებენ, ეს სრულიად წარმოუდგენელია, თუმცა არსებული პროგნოზებით, ამ სეზონის მოგება 85-86 ქულითაც იქნება შესაძლებელი, რაც მადრიდელებს ოპტიმიზმის საშუალებას უტოვებს.

შარშან მე-18 ტურის თავზე „ბლანკოსის“ აქტივში 45 ქულა იყო, მეორე 18 ტურში კი სამეფო კლუბმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშა და 50 ქულა ჩაიწერა აქტივში.

თუ ანჩელოტის ლა ლიგაში წარმატების მიღწევა სურს, მეორე წრეში ჩატარებული 18 შეხვედრიდან მინიმუმ 13 უნდა მოიგოს და ეცადოს, რომ დანაკარგი ნაკლები ჰქონდეს.

1

15 დეკემბერი 2024 22:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 770

სიტი იმდენად წყალწაღებული გახდა წყალწაღებულ მანჩესტერს ვერ უგებენ

2

15 დეკემბერი 2024 22:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 327

სიტის ბოლო 11 თამაშიდან 8 წაგება აქვს....აი ესეთ დიდ კრიზისში კი ნაღდად არც ერთი გრანდია.

ეს ამორიმი კაი ვინმე ჩანს. ახალგაზრდული სულისკვეთებბაა. იქნება გააცოცხლოს ფერგის მერე მკვდარი მანჩესტერი

3

15 დეკემბერი 2024 23:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

იუნაიტედმა საიდან დაატრიალა თამაში, ბრუნომ კარგი შანსები ანიავა მაგრამ თავისი გასატანი პენალტი მაინც გაიტანა.

ეს ამადი მაგარი ბიჭი გამოდის ნელნელა, იმედია განვითარდება ნორმალურად და მაინუსავით არ ჩაიკარგება

4

16 დეკემბერი 2024 00:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 327

ლას პალმასის მერე ვითომ ლეგანესიც??? 

ჯერ ადრეა, მაგრამ იმედია ბოლომდე იბრძოლებენ. 

5

16 დეკემბერი 2024 00:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 528

სიტი ჩამოიწერა მგონი უკვე... მეცოდებასავით გვარდიოლა არ იმსახურებს, მაგრამ რა ჭირთ რა გუნდებს ვერ უგებენ... არადა გადახედო შემადგენლობას რავიცი რა... რეალს ისეთი დანაკლისი აქვს უფრო რთულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მიდი და მიაწერე ეხლა ყველაფერი გვარდიოლას... ჰალანდი მგონი 2026 წლამდე გაჩერდება მაქსიმუმ და მოხევს მერე ასე თუ გაგრძელდა.

სტუმრად ჰყავთ ლეგანესი მაგარს ამოტენიან მეორე ტაიმში არ მაქ მაგათი იმედი... 

6

16 დეკემბერი 2024 00:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 340
16 დეკემბერი 2024 00:29, Rustaveli1990 says:

რეალს აგინებთ სიტი გეცოდებათ? 

7

16 დეკემბერი 2024 00:35

ჩემი აზრით გვარდიოლამაც ამოწურა თავი სიტიში, ისევე როგორც ანჩელოტიმ. ორივეს წასვლის დროა. გვარდიოლას შეიძლება კიდე დააცადო და აპატიო ერთი ჩაგდებული სეზონი, მაგრამ ვფიქრომ მომავალშიც ესე გაგრძელდება.  

8

16 დეკემბერი 2024 01:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 528
16 დეკემბერი 2024 00:31, super vini.jr 20 says:
16 დეკემბერი 2024 00:29, Rustaveli1990 says:

სიტი ჩამოიწერა მგონი უკვე... მეცოდებასავით გვარდიოლა არ იმსახურებს, მაგრამ რა ჭირთ რა გუნდებს ვერ უგებენ... არადა გადახედო შემადგენლობას რავიცი რა... რეალს ისეთი დანაკლისი აქვს უფრო რთულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მიდი და მიაწერე ეხლა ყველაფერი გვარდიოლას... ჰალანდი მგონი 2026 წლამდე გაჩერდება მაქსიმუმ და მოხევს მერე ასე თუ გაგრძელდა.

სტუმრად ჰყავთ ლეგანესი მაგარს ამოტენიან მეორე ტაიმში არ მაქ მაგათი იმედი... 

რეალს აგინებთ სიტი გეცოდებათ? 

გაუმარჯოს, როდის შევაგინე რეალს? 25 წელზე მეტია რეალს ვქომაგობ არც გამიფიქრებია... თუ რამე არმომწონს დღესდღეისობით არის ვიღაც-ვიღაცების ამოჩემება და პრაგმატიზმი... ან ვიღაცაში გეშლები.

9

16 დეკემბერი 2024 02:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 327

რეალიც და ბარსაც ატლეტიკოს საქმეს აკეთებენ? ვაა ლას პალმასის მერე არ ველოდი ისევ წაგებას. 

ლა ლიგას ახალი პოტენციური ლიდერი ყავს. და შემდეგ ტურში ატლემ თუ მოიგო სამი ქულით წინ გაექცევა ბარსას და პლიუს თამაშით ნაკლები ექნებათ.  გუნდს რომელსაც ზედიზედ 11 თამაში მოგებული აქვს,  ბარსაც რომ მიაყოლოს არ გამიკვირდება.  

ისე დღეს ფლიკს აშკარად უაზრო ცვლილებები გამოუვიდა. რომ მოხიკა და ყველა გაიყვანა: ორმო, ლევანა, იამალი, მე ხო არ გავიტანდი გოლს

10

16 დეკემბერი 2024 02:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 340

აქციაზე ხომ არ ყოფილხართ რეალი ბარსას ფანები რომ იყვნენ ?  და კიდევ გადახედეთ  ბავარისს ფანკლუბი როგორი მოხოდილია  არის რეალის ფანკლუბიც და სულ 10 კაცი დადის შეკრებებზე 

11

16 დეკემბერი 2024 02:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 327

რა კაი 5.0 კუში აქვს ატლეტიკოოსსსს!!!

12

16 დეკემბერი 2024 04:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

ახლა ბარსა ატლემ ფრე იყომარონ და გადავალთ პირველ ადგილზე ძაან მშვიდად. 

კიდევ ბევრი ქულა დაიკარგება წელს, ჩვენი მხრიდანაც და ბარსასგანაც. ადრეც დავწერე და ახლაც ისე მგონია თითქოს ატლეს მიაქვს ლალიგა წელს. რაღაცნაირი ალოგიკური თამაშები მიდის, არაფერში არ იჯდა დღეს ბარსელონას წაგება

13

16 დეკემბერი 2024 07:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597

მგონი ბილბაო უნდათ ამ ჩემისებს რომ გააჩემპიონონ. ატლეტიკო დაიწყებს და თან საკმაოდ ბევრის ტეხვას

14

16 დეკემბერი 2024 10:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 528

საღოლ ლეგანესს ნამდვილად არ მოველოდებოდი... საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (187)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)