„რეალში“ მარჯვენა მცველის კრიტიკული საჭიროება დგას
ლუკას ვასკესის მარჯვენა მცველად გამოყენებამ ანჩელოტის არაერთხელ შეუქმნა პრობლემები. არაერთი ანალიტიკოსის აზრით, გუშინ „ვალეკასზე“ გაშვებული 2 გოლი დიდწილად სწორედ ესპანელის არასწორმა პოზიციამ განაპირობა.
სეზონის გადამწყვეტი მატჩები წინ არის, სადაც ვასკესის იმედზე ყოფნა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, „რეალი“ კი გამოსავალს ეძებს.
უმთავრესი კანდიდატურა ტრენტ ალექსანდერ არნოლდია, მაგრამ ის ივნისამდე „ლივერპულის“ ღირსებას დაიცავს.
„რეალმა“ არ იცის რა გააკეთოს და როგორც გააძლიეროს დაცვის მარჯვენა ფლანგი მომდევნო 7 თვის განმავლობაში.
„ას“-ის ცნობით, კარლო ანჩელოტი მარჯვენა ფლანგზე რაულ ასენსიოს მოსინჯვასაც გეგმავს, მაგრამ ის ცენტრალური მცველია და არავინ იცის, გაამართლებს თუ არა ამ პოზიციაზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შანსი შესაძლოა სხვა კასტილიელებსაც მიეცეთ, ამ მიმართულებით არჩევანი საკმაოდ დიდია.
რაც შეეხება პედრო პოროს ტრანსფერს. „რეალი“ ესპანელში 40 მილიონზე მეტს იმისთვის არ გადაიხდის, რომ მხოლოდ 7 თვით გამოიყენოს, შესაბამისად, მთავარი აქცენტი ტრენტზე გაკეთდება.
- 15 დეკემბერი 2024
- 821
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.