კამავინგას მე-100 ლა ლიგაში
ედუარდო კამავინგამ ესპანეთის ლა ლიგაში საიუბილეო შეხვედრა ჩაატარა.
ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ ლა ლიგის მატჩებში მოედანზე მეასედ გამოჩნდა და ახალი ისტორიის ფურცელი გადაშალა.
ედუარდოს ანგარიშზე 100 შეხვედრაში 71 გამარჯვებაა.
რაც შეეხება საერთო ციფრებს, ედუს ანგარიშზე „რეალის“ მაისურით სულ 155 მატჩია.
ლა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების მხრივ საუკეთესო სეზონი ედუარდომ 2022/23 წლებში დააფიქსირა, როდესაც მოედანზე 37-ჯერ გამოჩნდა.
გუნდი, რომელსაც კამავინგა ლა ლიგაში ყველაზე მეტჯერ შეხვდა „ოსასუნა“ გახლავთ. პამპლონელთა წინააღმდეგ კამა მოედანზე 7-ჯერ იყო.
- 15 დეკემბერი 2024
- 43
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.