ანჩელოტი:„მსაჯის გადაწყვეტილებაზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია“
კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ვიცოდით, რომ მასპინძლები სწრაფ და ინტენსიურ ფეხბურთს შემოგვთავაზებდნენ. ეს მათი მწვრთნელის ხელწერაა და დარწმუნებული ვარ, „ვალეკანო“ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.“
„როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ჩვენი ამოცანა უკიდურესად გართულდა, თუმცა გონს მოვეგეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე 2:2 აღინიშნა, რამაც ჩვენი შანსი გაზარდა.“
„მეორე ნახევარში სწრაფი ფეხბურთელები შემოვიყვანე და ვცდილობდი, მატჩი კიდევ უფრო ინტენსიური გამეხადა. გუნდს ცუდად არ უთამაშია.“
„გადაწყვეტილება, რომელიც მსაჯმა ვინისიუსის მომენტზე მიიღო, სრულიად წამოუდგენელია, ამაზე თვალისა დახუჭვა არ შეიძლება. ეს ფეხბურთს აზიანებს.“
„ყველა გულდაწყვეტილია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, ყველაფერი წინ არის. ახლა მთელი ყურადღება ინტერკონტინენტალის თასსა და ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავიტანოთ, რომელიც ამ წელს ბოლო იქნება.“
„2025 წელს იმედის თვალით ვუყურებ და ვიცი, რომ ყველაფერი ისე მოწესრიგდება, როგორც ჩვენ გვაქვს გეგმაში.“
„ჩუამენი ისევ სასტარტო შემადგენლობაში დავაყენე, რადგან ვხედავ, რომ მას მოედანზე ყოფნა სჭირდება, რათა უკეთესი დინამიკა ჰქონდეს. ფრანგი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მისი შეცდომით არცერთი გოლი არ გაგვიშვია.“
„იანვრიდან გუნდს დავიდ ალაბა დაუბრუნდება, ის დიდი ძალაა. ასევე ფორმაში შევლენ ვინისიუსი და ედუარდო კამავინგა, ტემპს კრეფს როდრიგოც. ვიმედოვნებ, ახალი წლიდან ტრავმები აღარ შეგვაწუხებს და შევძლებთ მოწოდების სიმაღლეზე დგომას. ნამდვილად მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.“
„ბელინგემი ძალიან კარგად მუშაობს და ბოლო შეხვედრებში მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს, მისი როლი ძალიან დიდია.“
„ვინისიუსის ბარათი სამწუხარო იყო. ის მომდევნო ტურში დაგვაკლდება, თუმცა აუცილებლად გვეყოლება ინტერკონტინენტალის თასის ფინალში.“
„რატომ არ დაიწყო ვინიმ სასტარტოში? არსებობდა მცირე რისკი, რომელიც უბრალოდ არ გავწიე.“
„როდრიგო მარცხენა ფლანგზე? დიახ, ბრაზილიელისთვის ეს ფლანგი ყველაზე მისაღებია.“
- 15 დეკემბერი 2024
- 1 358
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.