არდამ შარშანდელი შედეგი უკვე გააუმჯობესა
არდა გიულერი ამ სეზონში არც ისე ბევრს თამაშობს, მაგრამ თურქი მოთამაშია აქტივში უკვე არის 578 წუთი.
შარშან ახალგაზრდა მოთამაშეს მოედანზე მხოლოდ 440 წუთი ჰქონდა გატარებული, ახლა კი ეს შედეგი უკვე გაუმჯობესებულია.
გიულერმა ლა ლიგის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მისი მაჩვენებელი 477 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო მატჩში მოედანზე საშუალოდ 40 წუთს ატარებს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროსარბიელზე არდამ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 99 წუთი დააფიქსირა, (საშუალოდ 20 წუთი შეხვედრაში).
ანჩელოტი სეზონის სტარტზე თურქს დაპირდა, რომ ყველა ტურნირზე მისი მაჩვენებელი აუცილებლად გადააჭარბებდა 2 000 წუთიან ნიშნულს.
- 14 დეკემბერი 2024
- 286
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.