იქ, სადაც მადრიდული მომავალი იქმნება– Ciudad Real Madrid
რეალ მადრიდ სითი (Ciudad Real Madrid) არის უდიდესი სპორტული კომპლექსი, რომელიც ოდესმე ჰქონია მფლობელობაში რომელიმე საფეხბურთო კლუბს...
იგი მდებარეობს მადრიდის პრესტიჟულ უბანში, მომავალი ვალდებებასის (val-dee-bay-bahs ) პარკის შუაგულში.
2005 წელს გახსნილი უნიკალური პროექტის აღწერას დავიწყებ თავად რეალ მადრიდ სითის შუაგულში მდებარე ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონით, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევს, თუმცა იგეგმება ამ რიცხვის 25 000–მდე გაზრდა. გაფართოების პროცესი ხელს არ შეუშლის საფეხბურთო მატჩების ჩატარებას. ამ მოედანზე იმართება არა მხოლოდ რეალ მადრიდ კასტილიის თამაშები, არამედ ვარჯიშები ძირითადი და მეორე გუნდისა. თავად სტადიონს რაც შეეხება, ყველა დონეზე უახლესი ტექნოლგიური მიღწევებით გახლავთ აღჭურვილი და კონტროლდება რეალ მადრიდ სითის ერთიანი სისტემის მეშვეობით.
სტადიონი ცნობილია თავისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით მედიისადმი. მათთვის თავიდანვე იყო გამოყოფილი ცალკე სამუშაო ტერიტორია, რომელიც მოიცავს 28 ადგილს ბეჭდვითი მედიისთვის და 32–ს კომეტატორთათვის, 10 კაბინას რადიო–კომენტატორთათვის და ა.შ. პრესის წარმომადგენლებს გააჩნიათ თავიანთი საკომუნიკაციო ცენტრები, საკონფერენციო ოთახი, ფოტოგრაფთა ოთახი და სხვა. სტადიონის გაფართოების შემდეგ კი იგეგმება ჟურნალისტებისათვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა.
კლუბის მხარდამჭერთათვის გამოყოფილია ცალკე ტერიტორია, მათ შორის, ავტოსადგომი. ისინი ქალაქში შედიან ცალკე შესასვლელით და საკუთრივ მათთვის განკუთვნილი ადგილებით სარგებლობენ სტადიონზე. მეტოქე გუნდის გულშემატკივარათვის ჩვეულებრივ გამოყოფილია ბილეთების 5% (ამ ეტაპზე–300), თუმცა, მატჩიდან გამომდინარე, ეს რაოდენობა გაზრდას ექვემდებარება. ისინი ასევე სარგებლობენ მომსახურების ცალკე წერტილებით.
რეალ მადრიდ სითი მაქსიმალურად უსაფრთხოა სასწრაფო დახმარების და საევაკუაციო სისტემებით, ასევე აღსანიშნავია, რომ პირველივე დღიდან გათვალისწინებულია კომფორტის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.გარდა იმისა, რომ სტადიონი წარმოადგენს კასტილიის საშინაო არენას, ის სხვა მოვლენებსაც მასპინძლობს. მაგალითად, უამრავ კომერციულ პროექტს, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული.აქ იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები თუ კონცერტები, სამომავლოდ იგეგმება ამ მიზნით ცალკე გასახდელების აგება.
ახლა მინდა მცირედი აღწერილობა შემოგთავაზოთ რეალ მადრიდ სითის სხვა ღირსშესანიშნაობებისა.
დავიწყოთ შენობით, საიდანაც იმართება მთელი ეს სტრუქტურა. მმართველი განყოფილება არ გახლავთ საჯარო. ეს არის 1800 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ნაგებობა, რომლის მეშვეობითაც კონტროლდება ენერგიის წარმოება, წყალმომარაგება, ტელეკომუნიკაცია, საჰაერო სისტემა. მთელ ტერიტორიას ფარავს გვირაბთა მიწისქვეშა ქსელი.
პირველი, რასაც მოსული სტუმრების თვალთახედვაში ხვდება, არის ავტოსადგომი, რომელიც 300–მდე სატრანსპორტო საშუალებას იტევს.
შემდეგი, რაც სტუმართა ყურადღებას იპყრობს, არის 500 კვადრატული მეტრის ფართზე განთავსებული La Cantera Café ღია ტერასით. კაფის ფართო ფანჯრებიდან შესაძლებელია თამაშის ყურება. თავად სამზარეულოში 300 სახეობის კერძი მზადდება.
თეთრ სახლში განთავსებული კაფეტერია წარმოადგენს ერთგავრ ზღვარს შენობის საჯარო ნაწილსა და იმ ტერიტორიას შორის, რომელშიც შესვლა შეუძლიათ მხოლოდ რეალ მადრიდის მოთამაშეებს. სტუმარ კლუბებსა და მსაჯებს ცალკე გასახდელები გააჩნიათ. ამავე შენობაში მდებარეობს ასევე ცალკე გასახდელი ოთახები 10, 13, 15, 17 წლამდელ მოთამაშეთათვის, 3 გასახდელი 20 წლამდე ასაკის, რეალ მადრიდ C–სა და რეალ მადრიდ კასტილიის ფეხბურთელთათვის. ეს განყოფილებები მოიცავს 9000 კვადრატულ მეტრს, ამას ემატება სავარჯიშო, სალექციო, საკონფერენციო თუ საოფისე ოთახები; სამედიცინო თუ ჰიდროთერაპიის ცენტრები; აუზები, საუნა, თურქული აბანო, საწყობები, პრეს–ზონა, ცალკე ტერიტორია, სადაც ჟურნალისტებს შეუძლიათ გაესაუბრონ კლუბის წარმომადგენლებს.
გასახდელთა პირდაპირ განთავსებულია 7 სათამაშო მოედანი ხელოვნური თუ ბუნებრივი საფარით, მათ შორის, ქარისაგან დაცული სტადიონი, ასევე ცალკე სავარჯიშო მოედანი მეკარეთათვის და სხვა.....
ასეთი გახლდათ მოკლე აღწერილობა პატარა ქალაქისა, სადაც იზრდება მომავალი თაობა – XXI საუკუნის რეალი.
Gracias.................
- 17 სექტემბერი 2010
- 2 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.