მორიენტესი:„„რეალი“ აპრილში შევაფასოთ“
ფერნანდო მორიენტესმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ისაუბრა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.
„„რეალის“ მიმართ კრიტიკა ბევრჯერ გამიგია. ხშირად მახსენდება 2016 წლის დასაწყისი, როდესაც სამეფო კლუბის მდგომარეობა მეტისმეტად არასახარბიელო იყო, მაგრამ 4 იანვარს ზიდანი მოვიდა და სეზონი გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასით დაასრულა, შემდეგ კი ზედიზედ 2-ჯერ შეძლო დამატებითი გამარჯვებების მოპოვება.“
„გასაგებია, რომ მადრიდული გრანდი იდეალურ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ შეფასებები არა დეკემბერში, არამედ აპრილში უნდა გაკეთდეს.“
„„ბლანკოსის“ ქომაგებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, რადგან ეს გუნდი ლა ლიგაში საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაშია და შეუძლია პირველ ადგილზეც გადავიდეს, ჩემპიონთა ლიგის ტოპ 8 გუნდში ვერმოხვედრის შემთხვევაში კი დამატებით რაუნდს ითამაშებს და აუცილებლად გადავა მომდევნო ეტაპზე, ამაში ეჭვიც არ მეპარება.“
„რა თქმა უნდა, მსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდეს, რადგან ეს უალტერნატივო არენაა.“
„მბაპესგან ყველა საუკეთესო თამაშს და გოლების წვიმას ელოდა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ მის ანგარიშზე უკვე 11 ან 12 გოლია. დიახ, მე მახსოვს ჩემი პირველი სეზონი, სადაც 12 გოლი გავიტანე და საუკეთესო შედეგი მქონდა. დარწმუნებული ვარ, კილიანი ბევრს გაიტანს და გუნდს დაეხმარება.“
„მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში წარმატებებს ვუსურვებ. მსურს, რომ ამ გუნდმა სეზონი პირველ ადგილზე დაასრულოს. ამასთანავე ფაქტია, რომ „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ შესანიშნავ ფორმაში არიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ამ სეზონში ძალიან მომწონს „ბილბაო“ და „ბეტისიც.“
„რაც შეეხება „ვალენსიას“. ამ გუნდის დაქვეითება ლა ლიგისთვის დიდი დანაკლისი იქნება. ვიმედოვნებ, „ღამურები“ შეძლებენ პრობლემების მოწესრიგებას და ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენას.“
- 14 დეკემბერი 2024
- 444
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.