ოზილი: "რეალთან" ერთად ბევრს მივაღწევ
"ბლანკოსის" ახალწვეულმა, მესუთ ოზილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მას დიდი გეგმები აქვს მადრიდულ გრანდთან ერთად, მისი აზრით სამეფო კლუბს წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება თავისუფლად შეუძლია, საჭირო მხოლოდ დაუღალავი შრომაა...
"მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მისნაირ სპეციალისტთან არასდროს მიმუშავია და მე ბედნიერი ვარ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის რჩევა-დარიგებებს ვიღებ, იგი უბრალოდ გენიოსია, მისი სხვა სიტყვით დახასიათება ძალიან რთული იქნება."
"ენის სწავლის პრობლემა ნელ-ნელა იხსნება, აქ ყველა ესპანურად საუბრობს და მეც ნელ-ნელა ვითვისებ ამ ენას, ასე რომ სულ ცოტა ხანში გამართულად შევძლებ საუბარს."
"მე "რეალში" დიდი მიზნებით მოვედი და დარწმუნებილი ვარ იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ."
"როდესაც ბერნაბეუმ დიდი ოვაციებით გამაცილა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა, ეს მართლაც უდიდესი შეგრძნება იყო, აიაქსთან მატჩშიც ძალიან მოტივირებული გამოვედი და კიდევ ერთხელ დავიმსახურე სტადიონზე შეკრებილი პუბლიკის ტაში, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით."
"ჟოზე მენდობა და ვფიქრობ, მის იმედებს 100 %-ით თუ არა 75 %-ით მაინც ვამართლებ, ჯერ ახალი ფეხბურთელი ვარ და სრულად არ მაქვს შესწავლილი აქაური გარემო, თუმცა ძალას არ ვიშურებ იმისათვის, რომ "ბლანკოსში" ფეხი საფუძვლიანად მოვიკიდო და ამ გუნდში დიდ ხანს დავრჩე."
- 17 სექტემბერი 2010
- 2 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.