ანჩელოტი:„მე შემიძლია დაგისახელოთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“
„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვიცით, რომ „რაიო ვალეკანო“ საშინაო არენაზე ყოველთვის ეფექტურია. გუნდი კარგად მოემზადა და დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების გამოვლენას შევძლებთ.“
„კილიანს ტრავმა აქვს, ის „რაიოსთან“ არ იქნება, მაგრამ ინტერკონტინენტალის თასის ფინალში გუნდთან ერთად გაემგზავრება. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ფრანგი ფინალურ მატჩს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ფეხბურთელის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული.“
„კამავინგას აღდგენითი პროცესი მართლაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, მას განაცხადში შევიყვან.“
„ჩუამენი? ის შესანიშნავი იყო, როგორც „ჟირონასთან“, ასევე „ატალანტასთან“ შეხვედრაში. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგი მოთამაშე ცენტრალური მცველი არ არის, მაგრამ ამ პოზიციაზეც ძალიან მაღალ დონეზე გამოდის.“
„ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ვინისიუს ჟუნიორი.“
„ჩემი რჩევა პეპ გვარდიოლას? მას ვეტყოდი, რომ არაფერს ვურჩევ და ვიცი, რომ თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელია, ესპანელს არ სჭირდება ჩემი დარიგებები.“
„ჯუდ ბელინგემი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეებს აკეთებს.“
„როტაცია? ჩემს განკარგულებაში რეალურად 14-15 ფეხბურთელია, ამ მხრივ პრობლემები გვაქვს, რადგან ტრავმიანობა ყველაზე ცუდი ფაქტორია.“
„თქვენ ბევრს საუბრობთ, რომ ენდრიკ ფელიპე სათანადო დროს არ იღებს, მას სჭირდება მოედანზე ყოფნა და ათასგვარი სისულელეა, „ბლა, ბლა, ბლა“, მაგრამ თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ბრაზილიელი ძალიან ახალგაზრდაა, სრულიად ახალ გარემოში მოხვდა, როგორც კლუბის, ასევე საცხოვრებელი პირობების მხრივ. მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ დადგეს მოწოდების სიმაღლეზე.“
„დავიდ ალაბა დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის, მოუთმენლად ველით ავსტრიელი ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენას.“
- 13 დეკემბერი 2024
- 4 439
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.