ხამეს როდრიგესი:„„რეალის“ ვარჯიშებზე სულ სხვა აურა ტრიალებს“
ხამეს როდრიგესმა მადრიდის „რეალში“ გატარებული დრო გაიხსენა.
„სამეფო კლუბში სულ სხვა აურა ტრიალებს. ვარჯიშებზე იყო ბევრი ხუმრობა, იუმორი, აზრების ურთიერთგაცვლა და მხნეობა. ეს ყველაფერი თითოეულ ფეხბურთელს უფრო შემართულს და მოტივირებულს ხდიდა. დაუვიწყარია თითოეული დღე, რომელიც ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე გავატარე.“
„კეილორ ნავასთან, მარსელოსთან, პეპესთან და სერხიო რამოსთან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, ასევე ძალიან კარგად ვეწყობოდი კრიშტიანო რონალდუს.“
„დღევანდელი „ბლანკოსიდან“ ლუკას ვასკესთან მაქვს ურთიერთობა, ის ჩემი მეგობარია.“
„როდესაც მადრიდის ქუჩებში დავდივარ, ქომაგებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ესეიგი კლუბისთვის კარგი საქმეები გავაკეთე.“
„„ბლანკოსში“ დარჩენა მსურდა, მაგრამ მაშინ გუნდში სხვა სიტუაცია იყო და გარკვეული გარემოებების გამო, სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც არ ვნანობ. ვისურვებდი, რომ ჩემი ციფრები მადრიდში ბევრად მკვეთრი ყოფილიყო.“
„მოდრიჩი? ლუკა ნამდვილი გენოსია, წლების მატებასთან ერთად მისი სათამაშო კლასიც იმატებდა. ის „რეალის“ ვარჯიშებზე ყველას გვაოცებდა. არ მიკვირს, რომ 39 წლის ასაკში ხორვატი ლეგენდა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
- 13 დეკემბერი 2024
- 861
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.