„რაიოსთვის“ მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.
ანჩელოტის ფეხბურთელებმა მზადება სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს, შემდეგ კი მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს და დავალებები ბურთთან ერთად შეასრულეს.
მბაპემ აღდგენითი პროცესი დაიწყო, ჯუდ ბელინგემი სატრენაჟორო დარბაზში დარჩა, ხოლო კამავინგამ და დავიდ ალაბამ სესიის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარეს, ნაწილი ინდივიდუალურად.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებსა და კარში დარტყმების კომპონენტს.
- 12 დეკემბერი 2024
- 556
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.