ფრანს დარჩენა სურს, „რეალის“ ფავორიტი კი მენდია
ფრან გარსიას მადრიდის „რეალში“ დარჩენა სურს, ფლორენტინო პერესი კი მის პრემიერლიგაში გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.
სამეფო კლუბის ფავორიტი ფერლან მენდია და არა ფრანი.
თუ „რეალი“ ალფონსო დეივისს დაიმატებს, მარცხენა ფლანგზე სამი მცველი ეყოლება, რაც სრულიად ზედმეტია, სწორედ ამიტომ მენდისა და გარსიას შორის ერთ-ერთმა გუნდი უნდა დატოვოს.
გამომდინარე დიდი გამოცდილებიდან და სათამაშო კლასიდან, მადრიდში მიიჩნევენ, რომ მენდისთან კონტრაქტის გახანგრძლივება საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ფრანის მიმართ ინტერესს „ბორმუთი“ იჩენს, რომელიც მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ყველაფრის მიუხედავად, კანტერანო მიიჩნევს, რომ ბერნაბეუზე დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იქნება, რადგან მას სჯერა საკუთარი შესაძლებლობების.
- 12 დეკემბერი 2024
- 483
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.