„რეალმა“ დეივისს მოსაფიქრებელი ვადა განუსაზღვრა
მადრიდის „რეალსა“ და ალფონსო დეივისს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მარკას“ ინფორმაციით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ კანადელ განაპირა მცველს მოსაფიქრებელი დრო განუსაზღვრა.
დეივისს სამეფო კლუბისთვის პასუხის გასაცემად კიდევ შეუძლია თვენახევარი ფიქრი.
1 თებერვალი - სწორედ ეს არის ბოლო ვადა, როდესაც ფეხბურთელს პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნება.
„ბლანკოსი“ არ აპირებს მოლაპარაკებების ზაფხულამდე გაწელვას, რადგან იცის, რომ თუ ალფონსოსთან შეთანხმება ვერ შედგება, სხვა მიმართულებით სამუშაოდ დრო სჭირდება.
თავის მხრივ, მიუნხენის „ბაიერნთან“ დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ კანადელთნ დაკავშირებით „რეკორდმაისტერი“ ახალ წინადადებას ამზადებს.
- 12 დეკემბერი 2024
- 545
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.