კანავარო:„„რეალში“ ადაპტაციას ბექჰემს და ფიგუსაც გაუჭირდათ“

ფაბიო კანავარომ მადრიდის „რეალში“ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მბაპესთან დაკავშირებით „რეალს“ სანერვიულო არ აქვს, ვინაიდან ფრანგი არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად ადაპტირდება და გამოავლენს იმ საოცარ თვისებებს, რომელსაც წინა წლებში გვიჩვენებდა.“

„სამეფო კლუბში ადაპტაცია დევიდ ბექჰემს და ლუიშ ფიგუსაც გაუჭირდათ, თუმცა გავიდა დრო და ორივემ დიდი ეპოქა შექმნა.“

„მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მაგრამ ამ სეზონის ახალ ფორმატში ჯერ-ჯერობით ვერ ჩაჯდა. ვინ იცის, შესაძლოა ახალი ფორმატის პირველი წელი ანჩელოტის გუნდისთვის სასარგებლო ვერ გახდეს.“

„ფეხბურთში რამდენიმე სახიფათო ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას უკავშირდება. შეუძლებელია მხოლოდ ფიზიკას აქცევდე ყურადღებას მაშინ, როდესაც საქმე ფეხბურთთან გაქვს. აუცილებელია მოთამაშეთა ინტელექტუალური განვითარებაც, ვინაიდან ფეხბურთი ყოველთვის უნდა დარჩეს ლამაზ სპორტად.“

„დატვირთული გრაფიკი? ფეხბურთს უმაღლეს დონეზე 10-11 წლის განმავლობაში თამაშობენ, შემდეგ კი დასვენების დრო მოდის, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას, რომელიც დატვირთულ კალენდარს უკავშირდება.“

„ჩემი თაობის ფეხბურთელებთან ერთად ხშირად ვთამაშობ ხოლმე ამხანგურ შეხვედრებს, მაგრამ მუხლის გამო 20 წუთზე მეტ დატვირთვას ვერ ვიღებ.“

„ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხა კლარენს ზეედორფმა ფორმის ასეთ დონეზე შენარჩუნება. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ნიდერლანდელს ახლაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.“


1

12 დეკემბერი 2024 14:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 305

Ra yvela mbapes amxnevebs atamashdeba isedac ra iyot ??


2

12 დეკემბერი 2024 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12

ბექემის ეპოქაო რო იძახიან ,კარგით რაა ,ბექემი იყო მარკა ,ბრენდების სახე ,მეტი რა , ბექემის კარიერქს თუ ეპოქალურო ქვია რა უნდა თქვა კროოსზე , იმნდროინდელ ზეედორფზე ,ბექემი არა ვიქტორია კიდევ


3

12 დეკემბერი 2024 15:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 484
12 დეკემბერი 2024 14:41, R9naldo says:

ბექემის ეპოქაო რო იძახიან ,კარგით რაა ,ბექემი იყო მარკა ,ბრენდების სახე ,მეტი რა , ბექემის კარიერქს თუ ეპოქალურო ქვია რა უნდა თქვა კროოსზე , იმნდროინდელ ზეედორფზე ,ბექემი არა ვიქტორია კიდევ


ბექჰემს ქონდა თავისი ელფერი და ნამდვილად შექმნა ეპოქა, რეალშიც და მანჩესტერშიც.

ჯერ მარტო რად ღირს კუთხურის ჩამოწოდების და ჯარიმის დარტყმის მანევრი, მერე როგორი პასი ჰქონდა.

მე ესთეტური თვალსაზრისით ზეედორფს ბევრად მერჩივნა ბექსი რავიცი, ყველას თავისი აზრი აქვს.


4

12 დეკემბერი 2024 16:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12
12 დეკემბერი 2024 15:22, Batumski says:
12 დეკემბერი 2024 14:41, R9naldo says:

ბექემის ეპოქაო რო იძახიან ,კარგით რაა ,ბექემი იყო მარკა ,ბრენდების სახე ,მეტი რა , ბექემის კარიერქს თუ ეპოქალურო ქვია რა უნდა თქვა კროოსზე , იმნდროინდელ ზეედორფზე ,ბექემი არა ვიქტორია კიდევ


ბექჰემს ქონდა თავისი ელფერი და ნამდვილად შექმნა ეპოქა, რეალშიც და მანჩესტერშიც.

ჯერ მარტო რად ღირს კუთხურის ჩამოწოდების და ჯარიმის დარტყმის მანევრი, მერე როგორი პასი ჰქონდა.

მე ესთეტური თვალსაზრისით ზეედორფს ბევრად მერჩივნა ბექსი რავიცი, ყველას თავისი აზრი აქვს.

გასაგებია,გემივნებაზე არ დაობენ მაგრმამ ბექემი ჰოლივუდ მოდელი უფრო იყო ვიდრე ლეგენდა ფეხბურთელი, ჯარიმაზე კიდევ პირველ ადგილზე ჰოიდონკს გავუშვებდი


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)