ბრაჰიმ დიასი:„მბაპესთან საოცრად ვკომბინირებდი“

ბრაჰიმ დიასმა ბერგამოში დაფიქსირებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო, რადგან 90 წუთის განმავლობაში დინამიურ ფეხბურთს უყურა. ჩვენ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ, გვქონდა ტაქტიკური იდეა და ფიზიკური მომზადება, რამაც 3 ქული მოგვიტანა.“

„მბაპესთან საოცრად ვკომბინირებდი. ძალიან სამწუხაროა, რომ ფრანგს მოედნის დატოვება მოუხდა, რადგან მჯერა, რომ კიდევ გაიტანდა.“

„დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლი გავუშვით, არაერთი სწრაფი შეტევა გავანეიტრალეთ.“

„საუკეთესო ფორმასთან ახლოს ვარ. ვიცი, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელო და აუცილებლად მოვუმატო. გუნდის დახმარება შემიძლია და ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს.“

„ეს „რეალია“, რომელიც არასდროს ნებდება. პირობას გაძლევთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასასრულს 15 ქულა გვექნება, დანარჩენი კი სხვა გუნდების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ 8 გუნდს შორის მოვხვდეთ, სხვა შემთხვევაში კი Play off-ებს გამოვიყენებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.“


1

11 დეკემბერი 2024 22:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 379

კარგად ითამაშა ამან, ზოგადად იმსახურებს მეტ შანსს, რაღაცით აზარს მაგონებს, პატარაა მაგრამ კორპუსს ისე იყენებს ჯარიმის გარეშე ვერ ართმევენ ბურთს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (41)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)