ფედე:„„რეალმა“ ხასიათი გამოავლინა“
ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„ვამაყობ, რომ „რეალის“ წევრი ვარ. გუნდმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ჟინი და ხასიათი. ეს ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა.“
„ახლა 9 ქულა გვაქვს, თუმცა ჩვენს მიზანს 15 ქულის მოპოვება წარმოადგენს. არ ვიცი, იქნება თუ არა ეს საკმარისი ტოპ 8 გუნდში მოსახვედრად, თუმცა ფაქტია, რომ შანსი არსებობს და სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული.“
„მბაპეს ტრავმა ყველასთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ მის გარეშეც უნდა მოგვეგო. ვიმედოვნებ, ფრანგის დაზიანება სერიოზული არ იქნება.“
„ვინი? მას არ სჭირდება ჩემი შეფასება. გააანალიზეთ სტატისტიკა და ყველაფერს თავად მიხვდებით.“
„ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, შემდეგ კი ინტერკონტინენტალის თასზე. კალენდარი საკმაოდ მომთხოვნია.“
- 11 დეკემბერი 2024
- 270
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.