ჯუდი:,,კიდევ ბევრს გავიტან"
ჯუდ ბელინგემმა „ატალანტასთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ბერგამოს „ატალანტა“ ძალიან სწრაფი გუნდია, რომელიც როგორც კომბინაციური ფეხბურთის დროს, ასევე კონტრ-შეტევებზე ძალიან სწრაფად მოქმედებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ბრძოლა გრძელდება. იყო ხარვეზები, თუმცა გუნდმა აჩვენა მებრძოლი ხასიათი და უნარი იმისა, რომ ასეთი შეხვედრების მოგება შეგვიძლია.“
„ვპოზიციონირებ, ვცდილობ, სიტუაცია გავამწვავო და გუნდის დახმარება შევძლო. ვიცი, რომ ეს კიდევ არ არის ჩემი მაქსიმუმი, თუმცა ბოლო დროს არაერთ შეხვედრაში შევძელი გოლის გატანა, რაც ძალიან მახარებს.“
„ბრაჰიმ დიასთან იდეალურად ვკომბინირებდი. მაროკოელი სწრაფად მოძრაობს და ცდილობს, შეტევებში მეტი კრეატივი შეიტანოს.“
„მომდევნო 2 ტურში „ზალცბურგისა“ და „ბრესტის“ წინააღმდეგ 6 ქულის მოპოვება გვმართებს, ჩვენ ეს შეგვიძლია და ვიცით, რომ ჯგუფს 15 ქულით დავასრულებთ.“
- 11 დეკემბერი 2024
- 627
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.