ანჩელოტი:„გასაოცარია, ეს მხოლოდ ვინისიუსს შეუძლია“
კარლო ანჩელოტიმ „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, ვინაიდან „ატალანტა“ შესანიშნავ ფორმაშია. მთავარი ის არის, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ, ბევრი ვიბრძოლო, ტაქტიკურად და ტექნიკურად გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.“
„ეს არის სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტი. თუ შობამდე და მომდევნო კვირებში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით, შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება.“
„ტოპ 8 გუნდში მოხვედრა? ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და მომდევნო 2 ტურში 6 ქულა მოვიპოვოთ. არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა 15 ქულით მომდევნო ეტაპზე გასვლა, თუმცა თუ ამას ვერ მოვახერხებთ, Play Off-ების მეშვეობით ვეცდებით ფონს გასვლას.“
„კალენდარი ძალიან მძიმეა, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელების ტრავმიანობას იწვევს. 3 დღეში ერთხელ მოედანზე ვართ.“
„მბაპემ დაზიანება მიიღო და შეცვლა თავად ითხოვა. მოედანზე როდრიგო შევუშვი, რადგან თამაში შეეძლო, თუმცა ბოლომდე მზად არ იყო. ბრაზილიელის გამოყვანას მეორე ნახევარში ვგეგმავდი.“
„ჩემპიონთა ლიგაზე 3 თამაში მოვიგეთ და 3 წავაგეთ, მაგრამ არასდროს გვიფიქრია დანებებაზე.“
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო დანი სებალიოსის საოცარი თამაში, ესპანელი ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა მეტ ბალანსს ნიშნავს.“
„ფრან გარსია ფლანგიდან ძალიან აქტიურობდა, ისევე როგორც ბრაჰიმ დიასი, რომელიც ძალიან სწრაფია.“
„მბაპეს დაზიანება მძიმე არ ჩანს, მაგრამ მას სამედიცინო შემოწმება სჭირდება, რის შემდეგაც, ყველაფერი გაირკვევა.“
„ვინისიუსი? დიახ, მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მოედანზე შევიდა და სასწაულები ჩაიდინა. ამის გაკეთება მხოლოდ ბრაზილიელს შეუძლია, ის ისე თამაშობდა, თითქოს არანაირი დაზიანება არ ჰქონია და ტემპის მომატება არ სჭირდება“
- 11 დეკემბერი 2024
- 1 932
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.